იან პრაუდი: იმბეცილ ელინა ვალტონენს უფლება აქვს გადაიღოს ვიდეო თბილისში პარლამენტის შენობასთან, სადაც დემონსტრანტების მცირე რაოდენობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიკრიბა. ის დიპლომატია, თუ კომიკოსი?

ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრას გამოეხმაურა და ფინელ დიპლომატს იმბეცილი უწოდა.

“იმბეცილ ელინა ვალტონენს უფლება აქვს გადაიღოს ვიდეო თბილისში პარლამენტის შენობასთან, სადაც დემონსტრანტების მცირე რაოდენობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიკრიბა. ის დიპლომატია, თუ კომიკოსი? შეეშვით რეჟიმის ცვლილების პროპაგანდას და დაბრუნდით ფინეთში“, – დაწერა პრაუდმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს გაესაუბრა. მან სოციალურ ქსელში რადიკალების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტები შეკრებილები არიან, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიული კურსის მიმართ“.