-
მიზეზი საქარე მინაზე არსებული ბზარი გახდა.
პენტაგონის განცხადებით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდაა.
პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ თვითმფრინავი „სტანდარტული პროცედურების შესაბამისად“ დაეშვა. როდესაც ჰეგსეთი ბრიუსელიდან აშშ-ში მიემგზავრებოდა, ფრენის თვალთვალის მონაცემებმა აჩვენა, რომ თვითმფრინავმა, სადაც ჰეგსეთი იმყოფებოდა, სიმაღლე დაკარგა და განგაშის სიგნალი გასცა. რის შემდეგაც მოხდა ავარიული დაშვება.
ინციდენტი ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის ერთობლივი ბაზიდან აფრენიდან დაახლოებით 90 წუთის შემდეგ მოხდა.
Boeing 757-200-ის მოდელი C-32, კომერციული თვითმფრინავის სპეციალურად შექმნილი ვერსიაა, რომელსაც აშშ-ის ლიდერები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი, პირველ ლედი და კონგრესის სხვა წევრები გადაჰყავს.