აზერბაიჯანამდე და სომხეთამდე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის გამო რამდენიმე მოქალაქეს ქონება ჩამოერთმევა

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ–დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი–წითელი ხიდის და რუსთავი–სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 3-4) მშენებლობის პროექტი უნდა ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ რამდენიმე ქონებაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი-წითელი ხიდის გზის სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. იწყება ალგეთის გზაგამტარის დასავლეთით და მთავრდება მარეთთან, საქართველო-სომხეთის სარკინიგზო ხაზის გადაკვეთამდე – 400 მ-ში. რაც შეეხება, რუსთავი-სადახლოს მაგისტრალს (მარეთიდან სადახლომდე), მისი სიგრძე შეადგენს 16.3 კმ-ს. იწყება თბილისიდან სომხეთამდე რკინიგზის გადაკვეთამდე 400 მ-ში.

შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) ექვემდებარება:

ელნარა გარაბალოვას, თოუზ ისკანდაროვას, ფამილ ისკანდაროვის და ელიფ ისკანდაროვას თანასაკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1135 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად, მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა;

მალეიქა ეიუბოვას საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 54000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი (16174 კვ.მ მიწის ნაკვეთს), მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა;

აისუნ მამედოვას და რასულ მამედოვის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2230 კვ.მ მიწის ნაკვეთი სრულად და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავები, ღობე და სხვა აქტივები;

აბაიატ ჰასანოვას, აზიზ ჰასანოვის, გიულდარან შახნაზაროვას და იკმატ ჰასანოვის თანასაკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2368 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი (1696 კვ.მ მიწის ნაკვეთს), მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა;

ნატიგ ახმედოვის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დამია-გეურარხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი (904 კვ.მ მიწის ნაკვეთს), მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ერთწლიანი კულტურა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.