დონალდ ტრამპმა CIA-ს ვენესუელაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარების ნება დართო – რას ნიშნავს ეს?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა და­ა­დას­ტუ­რა ცნო­ბე­ბი, რომ მან CIA-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო) ვე­ნე­სუ­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ნება დარ­თო. მისი თქმით, თეთ­რი სახ­ლი გა­ნი­ხი­ლავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ დარ­ტყმე­ბი მი­ი­ტა­ნოს ნარ­კო­კარ­ტე­ლებ­ზე არა მხო­ლოდ ზღვა­ში, არა­მედ ხმე­ლეთ­ზეც. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ზეთ­მა The New York Times-მა, წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტრამპმა CIA-ს ნება დარ­თო ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე – და­მო­უ­კი­დებ­ლად ან უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კულ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა კა­რი­ბის ზღვა­ში უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მი­ნი­მუმ ხუთი დარ­ტყმა გე­მებ­ზე, რომ­ლებ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბი გა­დაჰ­ქონ­დათ, რის შე­დე­გა­დაც 27 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ექ­სპერ­ტებ­მა ეს თავ­დას­ხმე­ბი “სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე ჩა­დე­ნილ სიკ­ვდი­ლით დას­ჯად“ შე­ა­ფა­სეს.

ტრამპმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის დარ­ტყმე­ბი­სას, სულ ცოტა, 11 ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი “ნარ­კო­ტე­რო­რის­ტი“ და­ი­ღუ­პა.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს გა­აძ­ლი­ე­როს ზე­წო­ლა ნი­კო­ლას მა­დუ­რო­ზე, რო­მელ­საც აშშ და სხვა ქვეყ­ნე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლის კა­ნო­ნი­ერ ლი­დე­რად არ ცნო­ბენ. სა­ა­გენ­ტო Reuters-ის შე­ფა­სე­ბით, ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა მკვეთ­რად ამ­ძაფ­რებს არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას.

თეთრ სახ­ლში გა­მოს­ვლი­სას, ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში “გა­ნი­ხი­ლა­ვენ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე – “რა­ტომ მი­ე­ცით CIA-ს უფ­ლე­ბა წა­სუ­ლი­ყო ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში?“ – ტრამპმა უპა­სუ­ხა:

“სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე ამის ნე­ბარ­თვა ორ მი­ზე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვე­ცი.

პირ­ვე­ლი – მათ (ვე­ნე­სუ­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ) და­ა­ცა­ლეს თა­ვი­ან­თი ცი­ხე­ე­ბი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ზღვრით გა­მო­უშ­ვეს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში…

მე­ო­რე -ნარ­კო­ტი­კე­ბია. ბევ­რი ნარ­კო­ტი­კი შე­მო­დის ჩვენ­თან ვე­ნე­სუ­ე­ლი­დან და ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის დიდი ნა­წი­ლი ზღვით მო­დის… ახლა ხმე­ლე­თით გა­და­ზიდ­ვებ­ზე ვფიქ­რობთ, რად­გან ზღვა დიდი წი­ლად უკვე ჩვენ კონ­ტროლ­ქვეშ არის”.

  • ტრამ­პი აგ­რძე­ლებს ზე­წო­ლას ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენტზე, ამას­თა­ნა­ვე, ზრდის სამ­ხედ­რო ყოფ­ნას კა­რი­ბის ზღვა­ში

მა­დუ­როს გა­და­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბებ­ში CIA -ს შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ტრამპმა კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

“სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და, ამა­ზე პა­სუ­ხი რომ გა­მე­ცა?“ – თქვა მან კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ. თუმ­ცა არ­ცთუ დიდი ხნის წინ, აშშ-მა მა­დუ­რუს და­კა­ვე­ბა­ზე 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ჯილ­დო და­ა­წე­სა.

The New York Times-ის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, სა­ი­დუმ­ლო დი­რექ­ტი­ვა სწო­რედ მა­დუ­როს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ტრამ­პი არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლა არის მთა­ვა­რი პუნ­ქტი უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში ნარ­კო­ტი­კის ფენ­ტა­ნი­ლის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვა­ში, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ფენ­ტა­ნი­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო მექ­სი­კაა.

ვე­ნე­სუ­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოთხშა­ბათს დაგ­მო ტრამ­პის კო­მენ­ტა­რი CIA-ს ოპე­რა­ცი­ებ­ზე, გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და გა­ე­როს ქარ­ტი­ის დარ­ღვე­ვა.

Reuters-ის ცნო­ბით, ვე­ნე­სუ­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ის მოქ­მე­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს რე­ჟი­მის შეც­ვლის ოპე­რა­ცი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ვე­ნე­სუ­ე­ლის ნავ­თო­ბის რე­სურ­სე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა.

BBC-ის თეთ­რი სახ­ლის კო­რეს­პონ­დენ­ტი ბერნდ დე­ბუს­მა­ნი-უმ­ცრო­სი აღ­ნიშ­ნავს, რომ იშ­ვი­ა­თია, როცა აშშ-ის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი სა­ჯა­როდ ადას­ტუ­რებს CIA-ს სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ას. წყა­რო