უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მალე შეხვდება. ამის შესახებ მან უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Reuters-ი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ტრამპთან შეხვედრას გამართავს, რათა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური შეთანხმება განიხილოს.
„თარიღი უკვე დადგენილია და მოლაპარაკებების დღის წესრიგის დაახლოებით 80% მზადაა. როგორც კი ამერიკელებთან დარჩენილ 20%-ზე შეთანხმებას მივაღწევთ, ერთად გადავწყვეტთ, როდის გამოვაცხადებთ შეხვედრის შესახებ და შემდეგ ის გაიმართება“, – განაცხადა ორბანმა.
აღსანიშნავია, რომ აპრილში ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ბიზნესშეთანხმების ხელმოწერას ელოდა, რაც ექვსი თვის განმავლობაში ტარიფების სავარაუდო ზემოქმედების კომპენსირებას შეუწყობდა ხელს.
სექტემბრის ბოლოს ტრამპმა და ორბანმა ტელეფონით ისაუბრეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლას მოახდენდა, რათა მას რუსული ნავთობის შეძენა შეეწყვიტა.