წელს საქართველოდან 851 უცხოელი გააძევეს – როგორია სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

უფრო კონკრეტულად, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 219 უცხოელი გააძევეს, მეორე კვარტალში – 306, ხოლო მესამე კვარტალში – 326.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით, სამივე კვარტალში ინდოეთი და ირანი ლიდერობენ.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ საქართველოდან გაძევებული უცხოელების სტატისტიკას, ქვეყნების მიხედვით:

პირველ კვარტალი

  • ირანი – 42
  • ინდოეთი – 32
  • თურქეთი – 25
  • ჩინეთი – 23
  • რუსეთი – 16

მეორე კვარტალი

  • ინდოეთი – 57
  • ირანი – 40
  • ჩინეთი – 39
  • თურქეთი – 30
  • ეგვიპტე – 19

მესამე კვარტალი:

  • ინდოეთი – 77
  • ირანი – 46
  • თურქეთი – 26
  • პაკისტანი – 24
  • რუსეთი – 22