შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯამში დაკავებულია 62 პირი.

„უცხოეთში მყოფი 2 პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა გეკა გელაძემ.