“არ არის დაჭერილი, თბილისშია“ – რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის პირადი მცველი?

“არ არის და­ჭე­რი­ლი, თბი­ლის­შია“, – ასე უპა­სუ­ხა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა მცველ­მა მის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, ვა­კე­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მი­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მას სხვა და­მა­ტე­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამს, გარ­და იმი­სა, რომ “სა­კუ­თარ სახ­ლშია“, „და­ცუ­ლია“ და „ძა­ლი­ან კარ­გად არის“.

„ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებთ. გი­პა­სუ­ხე­ბენ შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში ყვე­ლა­ფერს“, – თქვა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მცველ­მა.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძემ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ასე­ვე, სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­სა, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ხუთი ადა­მი­ა­ნის სახ­ლებ­ში – 22 ად­გი­ლას – ჩხრე­კა ჩა­ტარ­და.

გვა­რა­კი­ძის თქმით, “ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა“.