ტრამპი: ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, როგორც ასევე მკაცრად შევთავაზე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა, შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები გაასაჯაროვა.

„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მე მას ვუთხარი, როგორც ასევე მკაცრად შევთავაზე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა, შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება! საკმარისი სისხლი დაიღვარა, საკუთრების საზღვრები კი ომითა და სისასტიკით განისაზღვრა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

მისი თქმით, მხარეები იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან.

„ორივემ გამოაცხადოს გამარჯვება, ისტორიამ გადაწყვიტოს! აღარც სროლა, აღარც სიკვდილი, აღარც უზარმაზარი და არამდგრადი თანხების დახარჯვა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იხოცება – საკმარისია, მშვიდობით წადით სახლში, თქვენს ოჯახებთან!“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.