“ბიძინა ივანიშვილს უყვარს ხოლმე საახალწლოდ ახალი პრემიერების დანიშვნა… რაც შეეხება ღარიბაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, როგორც ჩანს, წაუცდა ხელი…” – სანდრო თვალჭრელიძე

17 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა, რომ სუს-თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტარ­და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სულ რვა პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის, სახ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კე­ბი.

“სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში, სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ერ­თდრო­უ­ლად, ჯამ­ში 22 ლო­კა­ცი­ა­ზე, მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და. ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, დო­კუ­მენ­ტა­ცია და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა”, – გა­ნა­ცხა­და გვა­რა­კი­ძემ. მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ “დან­დო­ბა არ იქ­ნე­ბა”.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს:

– ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ უარ­ყო­ფით შე­დე­გებს მო­უ­ტანს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”, შიგ­ნი­დან გა­ტყდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხრე და მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. სხვა­თა შო­რის, ცოტა არ იყოს, მაკ­ვირ­ვებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა. არ­სე­ბობს კი ასე­თი კავ­ში­რი? თუ არ­სე­ბობს, ეს ერთი სა­კი­თხია, თუ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნურ­ჩევ­ლად ჩა­ყა­რეს ერთ ქვაბ­ში, მე­ო­რე. მოკ­ლედ, მათ­თვის ცუდი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის მძე­ვა­ლი და მსგავ­სი საფრ­თხე ამ­ჟა­მინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ე­მუქ­როს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რამ და სუს-მა გვი­თხრეს, ამ ჩხრე­კე­ბის შე­დე­გად დი­დძა­ლი ფული და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა ამო­ი­ღეს, რაც მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მაკ­ვირ­ვებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მაკ­ვირ­ვებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა” და 4 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. ჩვენ ხომ კარ­გად ვი­ცით, მას პირ­და­პირ პა­თო­ლო­გი­უ­რად სძულს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა”. ცოტა სა­სა­ცი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბა მის ამ­გვარ კავ­ში­რებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბა. ლი­ლუ­აშ­ვილ-ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, აქ ნამ­დვი­ლად ვე­რა­ვის და­უ­ფი­ცებ. თა­ვის დრო­ზე, ივა­ნიშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რო­ბი­დან რომ გა­და­ა­ყე­ნა, მა­ში­ნაც კო­რუფ­ცი­ა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, გვახ­სოვს, “კა­ხუ­რი კლა­ნი” და ა.შ. რო­გორც ჩანს, კი­დევ წა­უც­და ხელი… სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­დის, პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნის მო­ნახ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ჭირს, მით უფრო არ­სე­ბულ სის­ტე­მა­ში.

– “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გეგ­მავს მი­მარ­თოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს “კო­ლექ­ტი­უ­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” აკ­რძალ­ვი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ სარ­ჩე­ლით, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­სულ კვი­რას მი­ი­ღეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, თუკი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო პარ­ტი­ას რე­გის­ტრა­ცი­ას გა­უ­უქ­მებს, პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სებს აეკ­რძა­ლე­ბათ პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, წევ­რო­ბა, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

– მე ჯერ კი­დევ 2012 წელს ვამ­ბობ­დი, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ასაკ­რძა­ლი იყო, ახლა ეს ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. ვნა­ხოთ, ვინ მოხ­ვდე­ბა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ე­ბის სი­ა­ში. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გვაც­ნო­ბა, შე­საძ­ლოა ეს 10 პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შე­ე­ხოს. რო­გორ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც არ უნდა მო­გეჩ­ვე­ნოთ, ეს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის შე­საძ­ლოა არც იყოს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნა. თუ გა­და­ხე­დავთ ჩვენს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, ქვე­ყა­ნა­ში ნე­ბის­მი­ერ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცვლი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და ახა­ლი ძალა, რო­მელ­საც ჰყავ­და მკვეთ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი. ეს გა­ა­კე­თა თა­ვის დრო­ზე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ, შემ­დეგ ედუ­არ­დშე­ვარ­დნა­ძემ, რო­მე­ლიც შეც­ვა­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ბოლო ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ლი­დე­რის გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბო­და ახა­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ახერ­ხებ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას. ჩვენ­თან, რო­გორც წესი, პი­როვ­ნე­ბებს შო­რის მი­დის ჭი­დი­ლი და არა იდე­ებს შო­რის. თუ ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­და, შე­დე­გად ძვე­ლი, ყელ­ში ამო­სუ­ლი სა­ხე­ე­ბის­გან და­იც­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი და წე­სით უნდა გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც შექ­მნის პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და მო­უ­გებს არ­ჩევ­ნებს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას”. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მმარ­თვე­ლი ძალა ფიქ­რობს, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის ასუფ­თა­ვებს პო­ლი­ტი­კურ ველს, ძა­ლი­ან ცდე­ბა….გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა