“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“ – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • სხდო­მას ეს­წრე­ბა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რიც. მას პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ის სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლის ნაც­ვლად, გვერ­დი­თა შე­სას­ვლე­ლი­დან შე­იყ­ვა­ნეს.

ის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ე­სალ­მა და შემ­დე­გი რეპ­ლი­კით მი­მარ­თა: “ხომ არ გავცვა­ლოთ ად­გი­ლე­ბი?“

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვს. ამას­თან, უწყე­ბა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­კის­რე­ბა­საც მო­ი­თხოვს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პას­პორ­ტის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის­თვის ჩა­ბა­რე­ბას და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის აკ­რძალ­ვას.

აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას გი­რა­ოს ნა­წილ­ში დაც­ვის მხა­რე და­ე­თან­ხმე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია სა­სა­მარ­თლო­ზე გაჟ­ღერ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.