ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსმა ბელარუსიდან შეფრენილი სამი მეტეოროლოგიური ბუშტის გამო აეროპორტი კვლავ დახურა.
როგორც LRT-ი იტყობინება, 30 ოქტომბრის საღამოს, ვილნიუსის აეროპორტი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაიკეტა. აეროპორტის დახურვის გამო 20 რეისი გადაიდო.
ფრენები დაახლოებით 23:00 საათისთვის განახლდა.
ბოლო კვირის განმავლობაში კონტრაბანდის გადამტანი ბუშტების დაფიქსირების გამო, ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა ოთხჯერ შეაჩერა

