„1 კვ.მ 965-დან 5 780 დოლარის ფარგლებში“ – როგორია ბინის ფასი ბათუმში უბნების მიხედვით

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, საცხოვრებელი და საინვესტიციო ბინების ფასებს შორის 400-იან დოლარიან სხვაობას ლოკაცია და სხვა მახასიათებლები განაპირობებს.

უბნების მიხედვით, ბათუმში ბინები ყველაზე ძვირი ძველ ბათუმშია. აქ 1 კვ.მ-ის ფასი 1 650 დოლარიდან იწყება და 5 780 დოლარს აღწევს. მას მოსდევს გონიო-კვარიათი, სადაც ფასები 1 200 დოლარიდან 4 350 დოლარამდე მერყეობს.

სხვა უბნებში 1 კვ.მ-ის ფასები კი ასე გამოყურება:

  • გმირთა ხეივანი – 1 700 – 3 000 დოლარის ფარგლებში;
  • ახალი ბულვარი – 1 230 – 2 900 დოლარის ფარგლებში;
  • მახინჯაური – 965 – 2 720 დოლარის ფარგლებში;
  • ბათუმის შიდა არეალი – 1 370 – 1 870 დოლარის ფარგლებში;
  • პერიფერიები – 1 080 – 2500 დოლარის ფარგლებში.