რა გაძვირდა ოქტომბერში ყველაზე მეტად – ტოპ-10 პროდუქტი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჭარბობს.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენისუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ წლიურად ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:

  • ქლიავი – 109%
  • მსხალი – 60%
  • ლიმონი – 59.5%
  • მწვანე ლობიო – 52%
  • კიტრი – 50%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 43%
  • ატამი -39%
  • საზამთრო – 37%
  • შოკოლადის ფილა – 32%
  • ნაყინი – 26%