„საჭიროა, დაბრუნდეს ენერგეტიკის სამინისტრო – ელექტროენერგიის მოხმარება საგანგაშო ზღვარს ალბათ, 5-7 წელში მიაღწევს“

მისი თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, საგანგაშო ზღვარს კი 5-7 წელში მიაღწევს, რასაც გენერაცია ვერ ეწევა.

შესაბამისად, გიორგი მარგებაძე მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ელექტროსადგურების ექსპლუატაცია.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენი ეკონომიკის ზრდა 4-5%-ია და ჩვენი გენერაცია ვერ ეწევა ამას. გამომდინარე იქიდან, რომ გენერაცია ვერ ეწევა, საიდან უნდა მოვიტანოთ დენი?! – უნდა მოვიტანოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან. ეს უკვე იმდენი ხანი გრძელდება, რომ ელექტროენერგიის მოხმარება საგანგაშო ზღვარს ალბათ, 5-7 წელიწადში მიაღწევს. დღეს ჩვენ 30-32%-ით ელექტროენერგიით დამოკიდებულები ვართ მეზობლებზე, რაც ცოტა არ არის, თან ეს იზრდება და იზრდება.

ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვბილიზდეთ ყველანი, სახელმწიფო, კერძო სექტორი, ადგილობრივი მოსახლეობა და ამაზე უნდა დავიწყოთ სერიოზული ფიქრი, რომ რაც შეიძლება მალე შევიყვანოთ ექსპლუატაციაში ჰიდროელექტროსადგურები, ასევე, რა თქმა უნდა, ქარის და მზის სადგურები.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ საჭიროა დაბრუნდეს ენერგეტიკის სამინისტრო. იმიტომ, რომ ენერგეტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ყველაფერი რაც ხდება, ენერგორესურსების გამო ხდება. არ ვიცი, შერიგების და ამხანაგობები სამინისტროები გვაქვს და ენერგეტიკის სამინისტრო რა გახდა, რომ დავაბრუნოთ?! უნდა შეიქმნას ძლიერი სამინისტრო, სადაც იმუშავებენ პროფესიონალები“,- ამბობს გიორგი მარგებაძე.