რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ბირთვული ცდების აღდგენა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა. დღის წესრიგში შედიოდა მოსკოვის რეაქცია აშშ-ის განცხადებებზე ბირთვული გამოცდების შესაძლო განახლებასთან დაკავშირებით.

„თუ აშშ ბირთვულ ტესტირებას დაიწყებს, რუსეთი უპასუხებს“, – ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელუსოვმა, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა ვაშინგტონის ქმედებებისა და რუსეთის სტრატეგიული ძალების მზადყოფნის შეფასების შესახებ ანგარიში წარადგინეს. პრეზიდენტის მითითებით, შესაძლო საპასუხო ზომებზე მუშაობა დაწყებულია.