“ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყო სახლით, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს – ადვოკატი

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი ერთი მი­ლი­ო­ნი ლა­რის გი­რა­ოს თან­ხა ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო.

შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მის­მა ად­ვო­კატ­მა ლილი გე­ლაშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

  • ად­ვო­კა­ტის ცნო­ბით, გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მოხ­და მო­სეშ­ვი­ლის #10-ში მდე­ბა­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბით, რო­მელ­შიც ის ამ­ჟა­მად ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 1-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გი­რაო 24 ოქ­ტომ­ბერს შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ეკა ბარ­ბა­ქა­ძემ მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვილს სხვა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც და­უ­წეს­და. კერ­ძოდ კი, მას პას­პორ­ტი ჩა­მო­ერ­თვა და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლა აეკ­რძა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეს და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.