ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ თვეში {სექტემბერში} 282 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 101 მლნ ლარით. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების მოგებამ 2.589 მლრდ ლარი შეადგინა. (საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგების მაჩვენებელი მხოლოდ კომერციული ბანკების მონაცემებს შეიცავს და სტატისტიკაში არ შედის 2 მიკრობანკი).
ამასთან, ბანკებს შორის ყველაზე მეტი მოგება კვლავ “საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი ეს 10 თვე “ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში მოგება ასე გადანაწილდა:
- „საქართველოს ბანკი“ – 1 346 209 775ლარი;
- „თიბისი ბანკი“ – 1 011 258 437 ლარი;
- ლიბერთი ბანკი“ – 105 186 974 ლარი;
- „ბაზისბანკი“ – 88 065 912 ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 73 903 798 ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 35 658 328 ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 25 004 227 ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 25 292 257 ლარი;
- „ხალიკ ბანკი“ – 16 168 163 ლარი;
- მიკრობანკი „კრისტალი“ – 14 090 173 ლარი;
- „იშ ბანკი საქართველო“ – 12 280 307 ლარი;
- მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 6 370 675 ლარი
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 5 710 683 ლარი;
- „პაშა ბანკი საქართველო“ – 1 588 724 ლარი;
- „პეივ ბანკი“ – 1 010 243 ლარი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, წელს იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
- „ვითიბი ბანკი“ – 47 631 116 ლარი;
- „სილქ ბანკი“ – 19 707 289 ლარი;
- „ჰეშ ბანკი“ – 9 125 752 ლარი;
- „პეისერა ბანკი საქართველო“ – 1 170 568 ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

