გულბაათ რცხილაძე სოც. ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს: “მთავარი პრობლემა ე. წ. “არაბიზაცია” კი არა, არამედ, ჯერ ბუნების გაჩანაგება, მერე სოციალური უსამართლობა – ყველაფრის მდიდრებისთვის კეთება და საარსებო გარემოს შევიწროება უბრალო ხალხისთვის, და, ყველაფერ ამის შემდეგ, არის “არაბიზაცია”. სწორედ ეს ვთქვი ნინო რატიშვილის გადაცემაში (მადლობა ნინოს ამ საშუალებისთვის, ბევრი ლაპარაკის გარეშე ითქვა სათქმელი, video – იხ. ქვემოთ). ბუნების გაჩანაგებას და სოციალურ უსამართლობას რომ ვითმენთ ქართველები, იმიტომ “შეგვასხდნენ” კისერზე ბოლომდე.
მაგრამ ქართველი ხომ თეატრალია, ფინთი არტისტია – მას მარტო პათეტიკა აღაგზნებს (სხვა ყველაფერი უჭირს, მაგრამ რცხვენია ამ თემებზე აქცენტის გაკეთება – შია, მაგრამ იძახის, არ მშიაო…). თუმცა “არაბიზაციით” და ისტორიაზე გამუდმებით აპელირებაც უკვე აღარ მუშაობს ისე მძლავრად, როგორც საჭიროა…
და მაინც: მიუხედავად ამისა, მთლად 100%-იანი პესიმიზმის საფუძველიც არ მაქვს, ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის დაღუპული ქრისტიანული საქართველო”.

