შედარებისთვის, 2024 წლის 10 თვეში სასმელი და საკვები პროდუქტების იმპორტმა 1.438 მლრდ ლარი შეადგინა, 2023 წლის იგივე პერიოდში 1.317 მლრდ ლარი, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში — 1.195 მლრდ ლარის, 2021 წლის 10 თვეში — 852.333 მლნ ლარი, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში — 785.469 მლნ ლარი და ა.შ.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტი განხორციელდა, ლიდერია რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 23% მოდის.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტიორი ქვეყნების ათეულს:
- რუსეთ — 395.904 მლნ ლარი
- თურქეთი — 190.585 მლნ ლარი
- უკრაინა — 104.893 მლნ ლარი
- ბრაზილია — 85.179 მლნ ლარი
- პოლონეთი — 71.845 — მლნ ლარი
- ჩინეთი — 65.257 — მლნ ლარი
- გერმანია — 60.875 მლნ ლარი
- საფრანგეთი — 60.143 მლნ ლარი
- აშშ — 55.341 მლნ ლარი
- ნიდერლანდები — 54.774 მლნ ლარი

