თინა კანდელაკი: ილია II-მ, თბი­ლის­ში ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე მთხო­ვა, გა­და­მე­ცა ვლა­დი­მირ პუტინისთვის, რომ ის ლო­ცუ­ლობს მის­თვის და ილო­ცებს მო­მა­ვალ­შიც

“გა­ზპ­რომ-მე­დი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ,  თინა კან­დე­ლაკ­მა, კრემლში­ ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ორ­დე­ნის მი­ღე­ბი­სას ვლა­დი­მერ პუ­ტინს გა­ნუ­ცხა­და, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მის­თვის პი­რა­დად ლო­ცუ­ლობს.

კან­დე­ლა­კის თქმით, ეს და­ნა­ბა­რე­ბი მას პატ­რი­არ­ქმა წლე­ბის წინ, თბი­ლის­ში შეხ­ვედ­რი­სას გა­დას­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა იმ დღეს გა­კეთ­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბის 48-ე წლის­თავს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ღია წყა­რო­ებ­ში ინ­ფორ­მა­ცია კან­დე­ლა­კი­სა და პატ­რი­არ­ქის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ არ იძებ­ნე­ბა, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს 2019 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და.

თინა კან­დე­ლაკ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც რუ­სე­თის გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­სი­ა­ზ სა­უბ­რობს

მისი მტკი­ცე­ბით, “რუ­სე­თი – ეს არის ად­გი­ლი დე­და­მი­წა­ზე, სა­დაც ცას­თან სი­ახ­ლო­ვეს სი­ტყვა­სი­ტყვით ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გრძნობს. აქ მშვი­დო­ბა, ღმერ­თი, რწმე­ნა – ცა­რი­ე­ლი სი­ტყვე­ბი არ არის; აქ ზღვა­რი ზე­ცი­ურ­სა და მი­წი­ერს შო­რის ისე­თი თხე­ლია, რომ სას­წა­უ­ლე­ბის კი არ სჯე­რათ – მა­თით ცხოვ­რო­ბენ. მი­ნიშ­ნე­ბა, სი­ტყვა, მოვ­ლე­ნა – არა­ფე­რია შემ­თხვე­ვი­თი”.

“25 წლის წინ მე მი­ვი­ღე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი. ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც 90-ია­ნე­ბის ნან­გრე­ვებ­ში იყო: ბან­დი­ტე­ბი, ოლი­გარ­ქე­ბი, “ჟო­ლოს­ფე­რი პი­ჯა­კე­ბი“, ომი ჩეჩ­ნეთ­ში. მაგ­რამ იყო რწმე­ნა და იყო ნა­ბი­ჯი. იყო ჩემი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის – დე­და­ჩე­მის ნდო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და. იყო ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი – ვლა­დი­მერ ვლა­დი­მი­რო­ვიჩ პუ­ტი­ნი, და იწყე­ბო­და სრუ­ლი­ად სხვა ეპო­ქა.

ალ­ბათ, მა­შინ ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე შე­იც­ვლე­ბო­და ქვეყ­ნის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც, არ და­ვი­ჯე­რებ­დი. მაგ­რამ ბე­დის­წე­რამ არა­ერ­თხელ აჩ­ვე­ნა – ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია – გჯე­რო­დეს, არ და­ი­ხიო უკან პრინ­ცი­პე­ბი­დან. ზეცა ადრე თუ გვი­ან აჩ­ვე­ნებს, სწო­რია თუ არა შენი გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი”.

ამ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში კი­დევ ერთხელ სა­უბ­რობს ილია მე­ო­რის პუ­ტინ­თან და­ნა­ბა­რებ­ზე:

“მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ, თბი­ლის­ში ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ხან­გრძლი­ვი გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე მთხო­ვა, გა­და­მე­ცა ვლა­დი­მერ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩის­თვის, რომ ის ლო­ცუ­ლობს მის­თვის და ილო­ცებს მო­მა­ვალ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა. ეს არ იყო უბ­რა­ლოდ პი­რა­დი ჟეს­ტი, არა­მედ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ერთ-ერთი ბურ­ჯის მხრი­დან ღრმა სუ­ლი­ე­რი აღი­ა­რე­ბის ნი­შა­ნი. ნი­შა­ნი იმი­სა, რომ რუ­სე­თის მე­თა­ურს ხე­და­ვენ არა მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის, არა­მედ მთე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დამ­ცვე­ლად. და ის, რომ რწმე­ნა, ოჯა­ხი, დედა და მამა, რო­გორც ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, სა­ჯა­როდ გა­იხ­სე­ნეს ევ­რო­პა­შიც და ოკე­ა­ნის გაღ­მაც – ასე­ვე არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად კეთ­დე­ბა…

ჩვე­ნი სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ხმე­ბი უკვე ის­მის ოკე­ა­ნის ორი­ვე მხა­რეს და ეს მხო­ლოდ სა­ერ­თო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის და­სა­წყი­სია. მე­სა­მე რომი კვლავ გა­ა­ნა­თებს სამ­ყა­როს, შექ­მნის რა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სიმ­ფო­ნი­ას“.