გრენლანდია – ისევ ტრამპის სამიზნე: რას მალავს ყინულით დაფარული, ესკიმოსთა მიწა და რა შეიძლება ღირდეს მსოფლიოს უდიდესი კუნძული?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა 2026 წელი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით და­ი­წყო და ახლა უკვე ისევ გრენ­ლან­დი­ა­ზე სა­უბ­რით აგ­რძე­ლებს.

მა­ნამ­დე კი ტრამ­პის ერთ-ერთი თა­ნა­შემ­წის, სტი­ვენ მი­ლე­რის მე­უღ­ლემ, კე­ი­ტი მი­ლერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა გრენ­ლან­დი­ის ამე­რი­კის დრო­შის ფე­რებ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი რუკა, წარ­წე­რით: “მალე“.

  • რა თქვა ამ­ჯე­რად ტრამპმა?

“ჩვენ გრენ­ლან­დია გვჭირ­დე­ბა. ახლა ის ძა­ლი­ან სტრა­ტე­გი­უ­ლია. გრენ­ლან­დია ყველ­გან რუ­სუ­ლი და ჩი­ნუ­რი გე­მე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი. ჩვენ გრენ­ლან­დია ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით გვჭირ­დე­ბა და და­ნია ამას ვერ შეძ­ლებს“, – გა­ნუ­ცხა­და ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს Air Force One-ის ბორტზე. მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს სჭირ­დე­ბა, რომ გრენ­ლან­დი­ა­ზე კონ­ტრო­ლი აშშ-მა და­ამ­ყა­როს და მათ ეს იცი­ან.

  • რა უპა­სუ­ხეს და­ნი­ი­დან?

მას მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და­ნი­ი­დან – ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მეტე ფრე­დე­რიკ­სენ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს მო­უ­წო­და, გრენ­ლან­დი­ის მი­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ მუ­ქა­რა შე­წყვი­ტოს.

“აშშ-ის მიერ გრენ­ლან­დი­ის მი­ტა­ცე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უაზ­როა. აშშ-ს არ აქვს უფ­ლე­ბა, და­ნი­ის სა­მე­ფოს სამი ერი­დან რო­მე­ლი­მეს ანექ­სია მო­ახ­დი­ნოს“, – აღ­ნიშ­ნა და­ნი­ის პრე­მი­ერ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
12:22 / 25-09-2025

ბრძოლა არქტიკისთვის: რესურსები, “პოლარული აბრეშუმის გზა” და გრენლანდიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა –  რა გამოწვევებს აჩენს ზესახელმწიფოების ინტერესი და კლიმატის ცვლილება?

მისი თქმით, და­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, გრენ­ლან­დია, ნატო-ს წევ­რია და მას­ზე ალი­ან­სის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია ვრცელ­დე­ბა.

“მკაც­რად მო­ვუ­წო­დებ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, შე­წყვი­ტოს მუ­ქა­რა ის­ტო­რი­უ­ლად ახლო მო­კავ­ში­რის და სხვა ქვეყ­ნი­სა და სხვა ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­მაც ძა­ლი­ან ნათ­ლად გა­ნა­ცხა­დეს, რომ არ იყი­დე­ბი­ან“, – გა­ნა­ცხა­და და­ნი­ის პრე­მი­ერ­მა.

კარ­გა ხა­ნია, არ­ქტი­კა, მათ შო­რის გრენ­ლან­დი­აც, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თის სივ­რცედ იქცა. თან­და­თან ამ ინ­ტე­რე­სებს შო­რის ბრძო­ლა სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი მას გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში აქ­ცევს.

გრენ­ლან­დია – მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი კუნ­ძუ­ლი, დიდი ხანი შო­რე­ულ და იზო­ლი­რე­ბულ ხმე­ლე­თად მი­იჩ­ნე­ო­და, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად ცნო­ბი­ლი იყო გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი, ყი­ნუ­ლით და­ფა­რუ­ლი ლან­დშაფ­ტე­ბით, ვიდ­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. თუმ­ცა, რო­დე­საც არ­ქტი­კა სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის ახალ ას­პა­რე­ზად იქცა, გრენ­ლან­დი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

და­ნი­ის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ყოფ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, რუ­სე­თის არ­ქტი­კა­ში მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ი­თა და გრენ­ლან­დი­ის იშ­ვი­ა­თი მი­წე­ბის მი­ნე­რა­ლე­ბით ჩი­ნე­თის მზარ­დი ინ­ტე­რე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი ძა­ლე­ბი სულ უფრო მე­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ კუნ­ძულს, რო­გორც კრი­ტი­კულ აქ­ტივს არ­ქტი­კის რე­გი­ო­ნის კონ­ტრო­ლის­თვის. შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით უკვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი კუნ­ძულ­ზე, და­ნი­ას გრენ­ლან­დი­ის სრუ­ლი შეს­ყიდ­ვაც კი შეს­თა­ვა­ზა… ტრამპმა გრენ­ლან­დი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დი­სას და­ი­წყო და და­ნი­ის­გან მისი ყიდ­ვის სურ­ვი­ლიც პირ­ვე­ლად იმ­ჟა­მად გა­მოთ­ქვა…

  • გრენ­ლან­დი­ის მდე­ბა­რე­ო­ბა, ფარ­თო­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბა

გრენ­ლან­დია – მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი კუნ­ძუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტი­სა და ჩრდი­ლო-ყი­ნუ­ლო­ვან ოკე­ა­ნე­ებს შო­რის, 60°-84°N გა­ნე­დებ­სა და 11°-74°W მე­რი­დი­ა­ნებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს.

მას სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით ესა­ზღვრე­ბა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე; აღ­მო­სავ­ლე­თი­დან გრენ­ლან­დი­ის ზღვა; ჩრდი­ლო­ე­თი­დან ჩრდი­ლო-ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნე, ხოლო და­სავ­ლე­თით ბა­ფი­ნის ზღვა. უახ­ლო­ე­სი ქვეყ­ნე­ბია და­სავ­ლე­თით კა­ნა­და, ხოლო აღ­მო­სავ­ლე­თით ის­ლან­დია.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას ეკუთ­ვნის, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რად და­ნი­ის სა­მე­ფოს ნა­წი­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1386 წლი­დან კუნ­ძუ­ლი ეკუთ­ვნო­და ნორ­ვე­გი­ას, და­ნი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში კი 1814 წლი­დან მო­ექ­ცა. 1979 წელს და­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტმა გრენ­ლან­დი­ას ფარ­თო ავ­ტო­ნო­მია მი­ა­ნი­ჭა.

კუნ­ძუ­ლის მთა­ვა­რი ქა­ლა­ქი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია ნუ­უ­კი (გო­ტჰო­ბი).

გრენ­ლან­დი­ის ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2,16 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია, რაც მას ევ­რო­პა­ზე ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე დიდ ტე­რი­ტო­რი­ად აქ­ცევს. კუნ­ძუ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 80% მუდ­მი­ვი ყი­ნუ­ლი­თაა და­ფა­რუ­ლი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს გლო­ბა­ლურ კლი­მა­ტურ პრო­ცე­სებ­ში.

2010 წლის ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, გრენ­ლან­დი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენ­და 57 637 ადა­მი­ანს, რო­მელ­თა­გა­ნაც 88 % არი­ან ინუ­ი­ტე­ბი (ეს­კი­მო­სე­ბი). და­ნარ­ჩენ 12 %-ს შე­ად­გენს ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად და­ნი­ე­ლე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა არის და­ნი­უ­რი ლუ­თე­რა­ნიზ­მის მიმ­დე­ვა­რი. თით­ქმის ყვე­ლა გრენ­ლან­დი­ე­ლი ცხოვ­რობს კუნ­ძუ­ლის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ­ში, სა­დაც შე­და­რე­ბით რბი­ლი კლი­მა­ტია. დე­და­ქა­ლაქ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 000 მო­სახ­ლე ცხოვ­რობს.

ეკო­ნო­მი­კა ძი­რი­თა­დად ეყ­რდნო­ბა თევ­ზჭე­რას, და­ნი­ის სუბ­სი­დი­ებს და ნელ-ნელა გან­ვი­თა­რე­ბად ტუ­რიზმს.