რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ გრენლანდიის ბედი გადაწყვეტილია.
მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის ვასალია.
„როგორც ჩანს, გრენლანდიის ბედი გადაწყვეტილია – ევროკავშირი გააგრძელებს იმის კეთებას, რაც ვასალებს ყველაზე კარგად გამოსდით: „სიტუაციის მონიტორინგს“ და ორმაგი სტანდარტების დემონსტრირებას. შემდეგი, კანადა იქნება? – წერს დმიტრიევი.

