ია მასხარაშვილის გვერდიდან მისივე ნებართვით❤️
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!
27 წელია მოსკოვში არ ვყოფილვარ. ჯანმრთელობის გამო მომიწია რამდენიმე კვირით ჩამოსვლა. ალბათ პირველი შობაა ჩემთვისб რომ ვერც მარხვა და ვერც ლოცვითი წესით ბოლომდე ვერ მივედი. ვისაც გამოცდილი აქვს, დამეთანხმება, რომ ვერც ერთი წესი ვერ აახლოებს ადამიანს უფალთან ისე როგორც უძლურება. მაშინ განსაკუთრებით ჩანს, ვინაა შენი და ვინ არა. რა მოასწარი გაგეკეთებინა სწორად და რა ვერ… და ბევრი სხვა რამ.. მლოცველები მიმიხვდებიან, როგორი არაბუნებრივი და არასრულია, როცა შობას რჩები უზიარებელი. გულს გიჭამს მაინც სინანული. ვერც ღამე გაათენე . ვერც დილას პოულობ ძალას რომ გრძელი დაუჯდომლებით შეხვდე შობის განთიადს.

საავადმყოფოში ყოველ დილას მიწევდა მისვლა. დღეს დილას ჩავაბარე კიდე ერთი წყება ანალიზები და ცოტა ხნით გარეთ გავედი. სადღაც ახლოს ტაძარი მეგულებოდა. პატარა, ხის. სულ 30 კაცს თუ დაიტევდა. შესასვლელში ათიოდე შეირაღებული ძალოვანი იდგა. შემამოწმეს , შემიშვეს. გარეთ იდგა ათიოდე ქალი ბავშვებით. კარი შემოვაღე .შობის წირვა მიდიოდა,. ფეხს კი არა ცხვირს ვერ შეყოფდი. არც ჯიკაობის ძალა მქონდა არც შეუპოვრობის. ძლივს მძიმე კარი მივხურე და ჩამოვფოფხდი უკან. “ეჰ ეგეც არა”, ჩავიბურტყუნე ჩემთვის და კიდე უფრო მძიმე გულით გავიარე ჭიშკარი და მივუყევი საავადმყოფოს გზას. უცებ უკან ფეხების ხმა მოესმა. გავიხედე და ავტომატგადაკიდებული ორი მილიციელი მორბის და მეძახის. “Стойте гражданка”, – მოვიხედე, ხელს იქნევენ, დაბრუნდიო. მათ უკან გრძელკაბიანი შეფუთული მოხუცი მიქნევს ხელს. გავიხედ- გამოვიხედე. იქნებ მე არა.. შენ, შენო, მანიშნეს ჟესტებით. ათასი ფიქრი მიტრიალებდა, სანამ მივედი.
ეს ქალბატონი გეძახითო. ჩამავლო ქალმა ხელი და – შენი შედიო. მე გარეთ ვიქნებიო. გაოგნებული ვუყურებ. რა იცი? საიდან.? – სახეზე გეწერაო. მე კიდე დედა ღვთისმშობელმა არ მომასვენა. სირბილი მე არ შემიძლია ფეხები მტკივა და ამ ბიჭებს ვთხოვე, დაგწეოდნენო. რა მეთქვა არ ვიცოდი. ცრემლები არ მცვიოდა, მოედინებოდა. მოვხვდი, მაინც მოვხვდი. ერთ საათში გამოვედი და ვეძებდი იმ მოხუცს, მადლობა მეთქვა და ვერ ვიპოვე…. გინდ დაიჯერეთ გინდ არა.. მორწმუნეები მიმიხვდებიან.
ადამიანი არასდროს არაა მარტო, მაშინაც, როცა მთელი სამყაროსგან მიტოვებულია , ის, არასდროს გვტოვებს. და თუ გულით გსურს იმ კარს აუცილებლად გაგიღებს.
შობას სიხარული და მისი მშვიდი მადლი გდევდეთ თან საქართველოში და მის გარეთ გადახვეწილებო.
