აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დასაჯოს სიკვდილით მომიტინგეები კარგი ამბავი უწოდა.

თეთრი სახლის ლიდერმა თავის სოციალურ ქსელში ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაცია გააზიარა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ირანელი მომიტინგეები სიკვდილით აღარ დაისჯებიან.
„ეს კარგი ამბავია. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება!“, – დაწერა ტრამპმა.
