ბრძოლა გრენლანდიისთვის ჩიხში შედის – დანია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია კუნძულზე სამხედრო კონტინგენტს ზრდის, ტრამპი კი ძალის გამოყენებით იმუქრება

და­ნი­ამ გრენ­ლან­დი­ა­ში სამ­ხედ­რო ყოფ­ნის გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ეს გან­ცხა­დე­ბა და­ემ­თხვა და­ნი­ი­სა და გრენ­ლან­დი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის, ლარს ლოკე რას­მუ­სე­ნი­სა და ვი­ვი­ან მო­ც­ფელ­დტის ვა­შინგტონ­ში ვი­ზიტს. მათ თეთრ სახ­ლში აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯ.დ. ვენ­სმა და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მარ­კო რუ­ბი­ომ უმას­პინ­ძლეს.

აშშ-სსა და და­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სო­რის შეხ­ვედ­რა, სა­დაც და­ნი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ონ გრენ­ლან­დი­ა­ზე შედ­გა სა­უ­ბა­რი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე გა­ი­მარ­თა.

  • დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­მე­ლიც აცხა­დებს რომ მზად არის კუნ­ძულ­ზე კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­როს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, კო­პე­ნ­ჰა­გენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „მო­კავ­ში­რე­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, თა­ვის ყოფ­ნას გრენ­ლან­დი­ა­ში გა­ა­ფარ­თო­ებს. მი­ზე­ზად კი „არ­ქტი­კა­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ხელ­დე­ბა.“

„დღე­ი­დან გრენ­ლან­დი­ა­სა და მის გარ­შე­მო სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი გა­ფარ­თოვ­დე­ბა. ეს მი­იღ­წე­ვა თვითმფრი­ნა­ვე­ბის, გე­მე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდით, მათ შო­რის ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან. გრენ­ლან­დი­ის მთავ­რო­ბა და და­ნი­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლე­ბენ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რათა უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა,“ – ნათ­ქვა­მია და­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­ნი­ი­სა და გრენ­ლან­დი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი, ლარს ლი­ო­კე რას­მუ­სე­ნი და ვი­ვი­ან მო­ც­ფელ­დტი

 

გრენ­ლან­დი­ა­ში სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენტს გაზ­რდი­ან ასე­ვე გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, შვე­დე­თი და ნორ­ვე­გია.

შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ულფ კრის­ტერ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შვე­დუ­რი ჯა­რე­ბი გრენ­ლან­დი­ა­ში და­ნი­ის მო­თხოვ­ნით ოთხშა­ბათს გან­ლაგ­დე­ბა. თუმ­ცა კონ­ტინ­გენ­ტის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

„ისი­ნი ერ­თად მო­ემ­ზა­დე­ბი­ან და­ნი­უ­რი წვრთნე­ბის „ოპე­რა­ცია არ­ქტი­კუ­ლი გამ­ძლე­ო­ბის“ ფარ­გლებ­ში“, – გა­ნა­ცხა­და შვე­დე­თის ლი­დერ­მა.

  • რო­გორ ჩა­ი­ა­რა თეთ­რი სახ­ლის შეხ­ვედ­რამ

გრენ­ლან­დი­ა­ში რას­მუ­სე­ნი­სა და მო­ც­ფელ­დტის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზე უყუ­რებ­დნენ.

 

და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ლარს ლი­ო­კეს გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯ.დ. ვენსთან და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს­თან შეხ­ვედ­რა აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გრენ­ლან­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა, “მისი მი­ზა­ნი იყო არ­ქტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის ერ­თობ­ლი­ვი გზის პოვ­ნა“.

რას­მუ­სენ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 1950-იანი წლის შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, აშშ-ს უკვე აქვს ფარ­თო სამ­ხედ­რო წვდო­მა გრენ­ლან­დი­ა­ზე.

მისი თქმით, და­ნია კვლავ მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს ვა­შინგტონ­თან უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შე­უძ­ლია გრენ­ლან­დი­ის შე­ძე­ნა.

ამა­სო­ბა­ში, დო­ნალდ ტრამპმა ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მისი თქმით “და­ნი­ას ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს თუ რუ­სეთს ან ჩი­ნეთს მო­უნ­დე­ბა გრენ­ლან­დი­ის ოკუ­პა­ცია“.

“ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად“, – თქვა ტრამპმა.

  • ევ­რო­პულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს და­ნი­ის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს გრენ­ლან­დი­ა­ზე და სას­წრა­ფოდ და­ი­წყეს სამ­ხედ­რო წი­ნა­და­დე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა კუნ­ძუ­ლის გარ­შე­მო ნა­ტოს ყოფ­ნის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

გრენ­ლან­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, გრენ­ლან­დი­ე­ლე­ბის მხო­ლოდ 6%-ს სურს კუნ­ძუ­ლის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლა.

2025 წლის იან­ვარ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი გა­მო­კი­თხვა აჩ­ვე­ნებს, რომ გრენ­ლან­დი­ე­ლე­ბის 85%-ს არ სურს და­ნი­ის სა­მე­ფოს­გან გა­მო­ყო­ფა, ხოლო გა­მო­კი­თხულ­თა 9%-ს გა­და­უ­წყვე­ტია.

წყა­რო