2025 წლის რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად და ირონიულად უპასუხა Sky News-ის კორესპონდენტის კითხვას, რუსეთის მხრიდან გრენლანდიისადმი მომდინარე ე.წ. “საფრთხის” შესახებ.
ლავროვმა გაიხსენა დასავლეთის კოლონიური წარსული, გამოკვეთა მოსკოვის რეალური პოზიცია არქტიკასთან დაკავშირებით და ნათლად განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ხელოვნურ გეოპოლიტიკურ თამაშებში.
გარდა ამისა, რუსული დიპლომატიის თავკაცმა ბრიტანელ ჟურნალისტს აუხსნა, რომ ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც საკუთარ თავს “დიდს” უწოდებს – “დიდი ბრიტანეთი”. “ჩემი აზრით, ბრიტანეთს ბრიტანეთი უნდა დავუძახოთ, საწყენად არ ვამბობ ამას” – აღნიშნა ლავროვმა და გაიღიმა. ეს იყო ირონია რუსი მინისტრის მხრიდან, რომელიც დიპლომატიის ჩარჩოებში ზის, ლეგიტიმურია და თან ფრიად ეფექტურად ამცირებს მოწინააღმდეგეს.
ლავროვის სიტყვების ამსახველ ამ მოკლე ვიდეოში წარმოდგენილია:
— პასუხი „კოლონიალიზმის“ ბრალდებებზე;
— რუსეთის პოზიცია გრენლანდიასთან და არქტიკულ საბჭოსთან დაკავშირებით;
— ირონია, დიპლომატიური სიზუსტე და მშვიდი სიმტკიცე;
— ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ სიტყვას, შეცვალოს საუბრის მიმდინარეობა.
