3 საკითხი, რაზეც უკრაინა და რუსეთი ვერ თანხმდებიან – “შეთანხმება თითქმის მზადაა, თუმცა…”

გა­სულ ორ­შა­ბათს  ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და რომ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დე­გი რა­უნ­დი, სა­დაც ამე­რი­კე­ლე­ბი და რუ­სე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­საძ­ლოა უკვე კვი­რას გა­ი­მარ­თოს. რო­გორც უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ან­დრიი სი­ბი­ჰა აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი მზად არის პი­რა­დად შეხ­ვდეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს, თუმ­ცა ჯერ კი­დევ გა­და­უჭ­რე­ლი რჩე­ბა “ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხე­ბი”.

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წინ, აშშ-ის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სტივ უიტ­კოფ­მა გა­ნა­ცხდა , რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის უთან­ხმო­ე­ბე­ბი ერთ, “გა­და­წყვე­ტად“ სა­კი­თხამ­დე და­იყ­ვა­ნეს. და­ვოს­ში გა­მოს­ვლი­სას აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი აზ­რით უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა “საკ­მა­ოდ ახ­ლოს არის“.

  • და მა­ინც, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ მოს­კო­ვი და კი­ე­ვი ძი­რი­თა­დად სამი სა­კი­თხზე ვერ შე­თან­ხმდნენ, ესე­ნია: რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­ე­ბი და ის, უნდა შე­წყდეს თუ არა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვამ­დე თუ მის შემ­დეგ.

ტე­რი­ტო­რია

უიტ­კო­ფის მიერ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი “დარ­ჩე­ნი­ლი სა­კი­თხი”, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მდე­ბა­რე დონ­ბა­სის რე­გი­ო­ნის მო­მა­ვალ სტა­ტუსს ეხე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთს რე­ა­ლუ­რად აღარ შე­უძ­ლია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მთე­ლი უკ­რა­ი­ნის და­პყრო­ბა, მისი პრე­ზი­დენ­ტი მა­ინც ის­წრაფ­ვის, უკვე ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით სულ მცი­რე მთე­ლი დონ­ბა­სი მი­ი­ღოს.

მოს­კოვ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ე.წ. “ან­კო­რი­ჯის ფორ­მუ­ლა“ წა­მო­ა­ყე­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნა მთე­ლი დონ­ბასს, მათ შო­რის იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­საც თმობს, რო­მელ­თა და­პყრო­ბაც რუ­სეთ­მა ამ დრომ­დე ვერ შეძ­ლო. კრემ­ლის თქმით, სწო­რედ ამა­ზე შე­თან­ხმდნენ პუ­ტი­ნი და ტრამ­პი გა­სულ წელს ალას­კა­ზე შეხ­ვედ­რი­სას.

თა­ვის მხრივ კი­ე­ვის­თვის ტე­რი­ტო­რი­ის დათ­მო­ბა რო­გორც უკა­ნო­ნო, ისე უკი­დუ­რე­სად არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და.

ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის გა­ნი­ხი­ლოს სცე­ნა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ამ ტე­რი­ტო­რი­ის დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბა და შემ­დგომ­ში “თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნად“ გა­მო­ცხად­დე­ბა მოხ­დე­ბა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ის კვლავ უკ­რა­ი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა. ამას მოს­კო­ვი მკვეთ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

გარ­და ამი­სა არ­სე­ბობს კი­დევ ერთი უთან­ხმო­ე­ბა, რაც ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურს ეხე­ბა. ევ­რო­პის უდი­დეს ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რი რო­მე­ლიც ფრონ­ტის ხაზ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ამ­ჟა­მად რუ­სე­თის კონ­ტრო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

ზე­ლენ­სკი მო­ი­თხოვს, რომ სად­გუ­რი ერ­თობ­ლი­ვად უკ­რა­ი­ნამ და აშშ-მ მარ­თონ, ხოლო მოს­კო­ვი ნე­ბის­მი­ერ შე­თან­ხმე­ბა­ში ითხოვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სად­გუ­რის ვა­შინგტონ­თან, ან შე­საძ­ლოა კი­ევ­თან ერ­თობ­ლივ მარ­თვას სთა­ვა­ზობს.

უსაფრ­თხო­ე­ბა

შემ­დეგ პუნ­ქტი ე.წ. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის სა­კითხს ეხე­ბა ანუ სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის და­პი­რე­ბულ მხარ­და­ჭე­რას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რუ­სე­თი კვლავ ეც­დე­ბა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ამ თვე­ში ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი შე­თან­ხმდნენ, რომ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რებს გა­ნა­თავ­სე­ბენ. უიტ­კო­ფის შე­ფა­სე­ბით ეს გეგ­მა “იმა­ზე ძლი­ე­რია, რაც კი ოდეს­მე უნა­ხავთ“, თუმ­ცა არ და­უ­ზუს­ტე­ბია ის სა­კი­თხი, რამ­დე­ნად შორს წავა თა­ვად აშშ უკ­რა­ი­ნის და­სა­ცა­ვად.

აშშ – ის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ე.წ. 20-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას 2027 წლის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა მო­ი­ცავს დე­ბუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გარე აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან. ევ­რო­კავ­შირ­მა უკ­რა­ი­ნას­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე და­ი­წყო, თუმ­ცა თა­რი­ღი ჯერ არ და­ზუს­ტე­ბუ­ლა.

მოს­კო­ვი თა­ვის მხრივ ამ­ტკი­ცებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის ჯა­რე­ბის ყოფ­ნა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ამის ნაც­ვლად, სა­კუ­თარ “უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს“ ითხოვს.

კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი თავს უსაფრ­თხოდ მხო­ლოდ მა­შინ იგ­რძნობს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი სა­მუ­და­მოდ მო­იხ­სნე­ბა, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის რა­ო­დე­ნო­ბა 600,000-მდე შემ­ცირ­დე­ბა (ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 800,000-ია) და მოს­კოვს ფაქ­ტობ­რი­ვი ვეტო უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნე­ბის­მი­ერ მო­მა­ვალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტა

კი­ევს სურს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყდეს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი. მოს­კო­ვი კი ამ­ტკი­ცებს, რომ ბრძო­ლა­ში პა­უ­ზას მხო­ლოდ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლავს.

სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბამ­დე, “რუ­სე­თი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­აგ­რძე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას”“ — გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე იური უშა­კოვ­მა უიტ­კო­ფის მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ.

რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ბომ­ბა­ვენ უკ­რა­ი­ნას, ანად­გუ­რე­ბენ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ქსელს და ასო­ბით ათას ადა­მი­ანს სიბ­ნე­ლე­სა და ზამ­თრის ყინ­ვა­ში ტო­ვე­ბენ. ოთხშა­ბათს ზე­ლენ­სკიმ მოს­კო­ვი “ტე­რო­რიზ­მში“ მას შემ­დეგ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რაც რუ­სულ­მა დრონ­მა სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბელ­ზე მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • ძი­რი­თა­დი გან­სხვა­ვე­ბე­ბი

სა­ბო­ლო­ოდ ისე ჩანს, რომ ორი­ვე, რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს და­არ­წმუ­ნოს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებთ.

თუმ­ცა ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ ერთ კრი­ტი­კულ გან­სხვა­ვე­ბას, მა­შინ რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა კომ­პრო­მი­სის­თვის მზად­ყოფ­ნის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, რუ­სე­თი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­ცეს­ში და ამა­ვე დროს თავ­და­პირ­ველ მი­ზანს — უკ­რა­ი­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბას — არ თმობს.

“პუ­ტი­ნი ამ ომით და უკ­რა­ი­ნის გა­ტეხ­ვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბით შე­პყრო­ბი­ლი გახ­და” — ამ­ბობს ტა­ტი­ა­ნა სტა­ნო­ვა­ია, რუ­სეთ­ზე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის R.Politik-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

მთლად ნა­თე­ლი არ არის უკ­რა­ი­ნის პო­ზი­ცი­აც, დიდ კი­თხვას იწ­ვევს შეძ­ლებს თუ არა ზე­ლენ­სკი დონ­ბა­სის დათ­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ სიბ­რტყე­ში გა­და­ი­ტა­ნოს. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა უკვე წა­მო­ა­ყე­ნა იდეა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის, ან თუნ­დაც ეროვ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ამის­თვის ჯერ ცე­ცხლის შე­წყვე­ტა უნდა მოხ­დეს.

წყა­რო