რა ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს საგარეო უწყება აშშ-ის სახდეპში გამართულ შეხვედრაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა დარ­სა­ლი­ა­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის ბრენ­დან ჰან­რა­ჰანს შო­რის გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

  • რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში მხა­რე­ებ­მა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ლაშა დარ­სა­ლია, ვა­შინგტონ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წეს, ბრენ­დან ჰან­რა­ჰანს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი, თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე, სო­ნა­ტა კოლ­ტე­რი.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში მხა­რე­ებ­მა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. ქარ­თულ­მა მხა­რემ კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­დატ­ვირ­თვის მზა­ო­ბას და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გან­ხი­ლულ იქნა რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ამე­რი­კულ­მა მხა­რემ და­ა­დას­ტუ­რა უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.