Reuters: ომის მარტში დასრულება? – რა გეგმა აქვს აშშ-ს: რაზე ითანხმებს (ვერ ითანხმებს) უკრაინასა და რუსეთს: მედია მოლაპარაკების ახალ დეტალებზე წერს

ამე­რი­კელ­მა და უკ­რა­ი­ნელ­მა მომ­ლა­პა­რა­კებ­ლებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვით რუ­სეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას მარ­ტის­თვის უნდა მიღ­წი­ონ, თუმ­ცა ეს ვადა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­ი­წევს ძი­რი­თად ტე­რი­ტო­რი­ულ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გან­ხი­ლუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი შე­თან­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის მიერ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლე­ლუ­რად ეროვ­ნულ არ­ჩევ­ნებ­შიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ამე­რი­კულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ, სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სტივ უიტ­კო­ფი­სა და პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის სი­ძის ჯა­რედ კუშ­ნე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, აბუ-და­ბი­ში და მა­ი­ა­მი­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გებს თა­ვი­ან­თი აზრი გა­უ­ზი­ა­რეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­სურ­ვე­ლია, ეს კენ­ჭისყრა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ჩა­ტარ­დეს.

Reuters-ის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ამე­რი­კელ­მა მომ­ლა­პა­რა­კებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ კონ­გრე­სის ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ტრამ­პი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო მე­ტად შიდა საქ­მე­ებ­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ნაკ­ლე­ბი დრო და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი ექ­ნე­ბათ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად.

Reuters-ის წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ამე­რი­კელ­მა და უკ­რა­ი­ნელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ეროვ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის მა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლეს. თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე წყა­რომ აშშ-ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ გრა­ფიკს არა­რე­ა­ლუ­რი უწო­და.

  • “ამე­რი­კე­ლე­ბი ჩქა­რო­ბენ”, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა წყა­რომ და დას­ძი­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

Reuters-ი წერს, რომ ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი აკ­რძა­ლუ­ლია.

„კი­ე­ვის პო­ზი­ცი­აა, რომ რა­ი­მე­ზე შე­თან­ხმე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია მა­ნამ, სა­ნამ აშშ და მისი პარტნი­ო­რე­ბი უკ­რა­ი­ნის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს არ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ“, – აღ­ნიშ­ნა წყა­რომ.

წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვის ყვე­ლა­ზე დიდ დაბ­რკო­ლე­ბას დონ­ბა­სის რე­გი­ო­ნის ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ცხა­დის არარ­სე­ბო­ბა წარ­მო­ად­გენს.

 

Reuters-ი წერს, რომ რუ­სე­თი ნე­ბის­მი­ე­რი პო­ტენ­ცი­უ­რი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში მთე­ლი დონ­ბა­სის კონ­ტროლს მო­ი­თხოვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ე­ვი კვლავ აკონ­ტრო­ლებს ტე­რი­ტო­რი­ის 5 180 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე მეტს. უკ­რა­ი­ნა ამ მო­თხოვ­ნას მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს.

“ტე­რი­ტო­რი­ულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პროგ­რე­სი არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

ასე­ვე გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხი გახ­და ევ­რო­პის უდი­დე­სი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის, ზა­პო­რო­ჟი­ეს ელექტრო­სად­გუ­რის ბედი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, რუ­სეთ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია აშშ-ის წი­ნა­და­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვა­შინგტო­ნი გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურს და მის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გა­ა­ნა­წი­ლებ­და. მოს­კო­ვი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს სად­გუ­რის კონ­ტროლს და უკ­რა­ი­ნას იაფ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას სთა­ვა­ზობს, რაც კი­ე­ვის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

Reuters-ი წერს, რომ ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი უკ­რა­ი­ნელ ამომ­რჩევ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ უარი თქვან ტე­რი­ტო­რი­ის ნე­ბის­მი­ერ დათ­მო­ბა­ზე, რო­მე­ლიც რე­ფე­რენ­დუმ­ზე იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

წყა­რო