23 თებერვალი რუსეთის კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს ულოცავენ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებს, აქტიურ სამსახურში მყოფ პირებს და ყველას, ვინც სამშობლოს დაცვის სამსახურთან არის დაკავშირებული.
1919 წლის 23 თებერვალი მუშათა და გლეხთა წითელი არმიის (РKKA) შექმნის პირველი წლისთავი იყო. საბჭოთა კავშირში დღესასწაული 1922 წლიდან წითელი არმიის დღის, 1946 წლიდან საბჭოთა არმიის დღის, ხოლო 1949 წლიდან სსრკ-ის დაშლამდე საბჭოთა არმიისა და საზღვაო ძალების დღის სახელით იყო ცნობილი. რუსეთში ეს დღესასწაული 1995 წლიდან კვლავ აღინიშნება და მამულის მცველის დღე ეწოდება.
ტრადიციულად, ამ დღეს ულოცავენ მამაკაცებს, 8 მარტის “ქალთა საერთაშორისო დღის” მამაკაცურ ანალოგად.
ჩვენ ვულოცავთ ყველა ქართველ მამაკაცს, განსაკუთრებით მათ, ვისაც უმსახურია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში!
განწყობისათვის გთავაზობთ 1985 წლის 23 თებერვლის კონცერტს:
