ქუვეიტში არა ერთი, არამედ სამი ამერიკული თვითმფრინავია ჩამოგდებული; აშშ-მ ერთ დღეში 400 მლნ $ დაკარგა

ქუვეიტში 3 ამერიკული თვითმფრინავი F15-ია განადგურებული (ჩამოვარდნილი). თვითმფრინავების ცვენის მიზეზი უცნობია. ტრამპის რეჟიმი აქამდე მხოლოდ ერთი თვითმფრინავის დაკარგვას აღიარებდა, თუმცა ახლა სამი თვითმფრინავის დაკარგვა დაადასტურა.

F-15 გამანადგურებლები აშშ-ის არსენალში არსებულ ყველაზე ძლიერ საჰაერო უპირატესობის თვითმფრინავებს შორისაა და ცნობილია საჰაერო ბრძოლებში “დაუმარცხებლობის” სტატუსით. ამიტომ, ამ ინციდენტს სამხედრო წრეები ყურადღებით აკვირდებიან.

ომის ახალი ზღვარი
ქუვეიტის საჰაერო სივრცეში, ერთი დღის მანძილზე, სამი F-15-ის ჩამოგდება მიუთითებს, რომ სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცეში ომის რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პ. ს. ახლახან ამერიკელი სამხედროები გამოვიდნენ განცხადებით, რომ მათი თვითმფრინავები ქუვეიტელ მეზენიტეებს ჩამოუყრიათ. ცნობისათვის: ერთი ცალი F-15-ის თვითღირებულება, თვითმფრინავის აღჭურვილობიდან გამომდინარე, 100-იდან 150 მილიონ დოლარამდე შეადგენს.