ლეგენდარული პიროვნება – სეიედ ალი-ჰოსეინი-ხამენეი, შიიტების სულიერი წინამძღოლი 1989 წლიდან, კატეგორიულად არ ჩავიდა გამაგრებულ ბუნკერში და, ფაქტობრივად, თავი გაწირა. გაწირა არა იმიტომ, რომ 87 წელს მიტანებულ კაცს სიცოცხლე მობეზრდა, არამედ, გამოსავალი დაუტოვა აგრესორებს, თავიანთი აგრესია “წარმატებულად” გამოაცხადონ და შედეგების მიხედვით, ირანის სახელმწიფო მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რაჰბარმა ერთგვარი პოლიტიკური ანდერძი დატოვა, თავისი სიკვდილის შემთხვევაში, სახელისუფლებო ვაკუუმის თავიდან აცილების მიზნით. თუმცა ირანის ისლამური რესპუბლიკა აქამდეც საოცრებებს აჩვენებდა, საკუთარი სისტემის სიმტკიცის კუთხით. ხამენეის თავგანწირვა ირანს უფრო გაამყარებს, ვიდრე დაასუსტებს. მეორეს მხრივ, სიონისტების ლაქუცა ფუყე ტრამპს საშუალებას მისცემს, გამოთაყვანებულ ამერიკელ ამომრჩეველს თვალებში ნაცარი შეაყაროს, ასევე 2023 წლის 7 ოქტომბრის კატასტროფის დამნაშავე, ნეთანიახუ მოიწონებს თავს ისრაელის ობივატელების წინაშე.
ვითარებაში, როდესაც ირანი მარტო იბრძვის, რეალური მოკავშირის გარეშე, მას დასჭირდება რამდენიმეწლიანი სულის მოთქმა, მოძლიერება, რეგიონული ლიდერობის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ირანელი ხალხის ბირთვი, რომელიც ირანის ამჟამინდელ ისლამურ-რესპუბლიკურ სისტემას უჭერს მხარს, ღირსეულად გამოვა მძიმე ვითარებიდან და სიურპრიზები აშშ-ისრაელის აგრესორებს წინ ელით.
ვუსამძიმრებ ირანის ხალხს, ხელისუფლებას, ამ უდიდესი პიროვნების დაღუპვის გამო და, როგორც რიგითი ადამიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვგმობ მშვიდობიანი ირანელების მიზანმიმართულ დახოცვას აგრესორების მხრიდან. სოლიდარობას ვუცხადებ ირანის ისლამურ რესპუბლიკას!
გულბაათ რცხილაძე
(01.03.2025)
