ლავროვი ფიქრობს, რომ აშშ-სთან “ყოვლისმომცველი დიალოგი მომწიფდა”

„ეჭვი არ მეპარება, რომ მომწიფდა ფუნდამენტური, ყოვლისმომცველი დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს შეერთებული შტატები სამყაროს, როგორ ხედავს საკუთარ თავს ამ სამყაროში და რა როლს ანიჭებს დანარჩენებს“, – განაცხადა ლავროვმა ბრუნეის კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბირთვული სახელმწიფოებისთვის.