22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა ტანკერზე, რომელსაც ირანი დაესხა თავს – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ერაყის წყლებში აფეთქებულ ხომალდზე?

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 12 მარ­ტის ღა­მეს, ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში მცუ­რავ რამ­დე­ნი­მე ტან­კერს ირა­ნი და­ეს­ხა თავს, რის შემ­დე­გაც თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერა­ყის წყლებ­ში მყო­ფი მალ­ტის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი ტან­კე­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბერ­ძნუ­ლია. მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ტან­კერ­თან, ნა­ვე­ბით მი­ტა­ნი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, დის­ტან­ცი­უ­რად იმარ­თე­ბო­და.

Zephyros-ის ბორტზე 22 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქარ­თვე­ლია გე­მის კა­პი­ტა­ნიც.

გემს ერთი გე­მი­დან მე­ო­რე­ზე გა­დაჰ­ქონ­და ტვირ­თი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკი­პა­ჟის ყვე­ლა წევ­რი უსაფრ­თხოდ არის, ისი­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს და ერა­ყულ გემ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს მას შემ­დეგ, რაც გემი ცე­ცხლში გა­ეხ­ვა.

ერა­ყის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მათ­მა სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბის მარ­კე­ტინ­გის კომ­პა­ნი­ამ (SOMO) და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2013 წელს აგე­ბუ­ლი, 50 200 ტო­ნი­ა­ნი ტან­კე­რი Zephyros-ი იყო ერთ-ერთი იმ ტან­კე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ღა­მით თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქ­ცნენ.

მე­ო­რე გემი იყო 74000 ტო­ნი­ა­ნი ტან­კე­რი Safesi Vishnu, რო­მე­ლიც 2007 წელს აშენ­და და მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბის დრო­შით მცუ­რა­ვი იყო.

წყა­რო