ნიკოლ ფაშინიანი: “ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი… ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა”

ქარ­თუ­ლი მხრი­დან არა­ნა­ი­რი თხოვ­ნა ან მო­წო­დე­ბა არ ყო­ფი­ლა, – ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, ქარ­თუ­ლი მხრი­დან იყო თუ არა თხოვ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ეთ­ქვა, რომ „ევ­რო­კავ­შირ­ში სომ­ხე­თის ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დაბ­რკო­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გის გა­ყინ­ვაა“, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ „ქარ­თუ­ლი მხრი­დან არა­ნა­ი­რი თხოვ­ნა ან მო­წო­დე­ბა არ ყო­ფი­ლა“.

„თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ჩვენ სა­ერ­თო დღის წეს­რი­გი გვაქვს, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობთ. მე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ტრი­ბუ­ნი­დან ჩემი წუ­ხი­ლი გა­მოვ­თქვი, რად­გან, ჩვენ ნამ­დვი­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით. ეს გვა­წუ­ხებს“, – გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

„სა­ქარ­თვე­ლო ჩვენ­თვის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა და ჩვენ მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამან სომ­ხე­თის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა ხელ­შე­სა­ხე­ბი გა­ხა­და და ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი და თხოვ­ნაა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სი გან­ვი­თარ­დეს. ეს ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სომ­ხე­თის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“, – აღ­ნიშ­ნა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა.