როგორ ეხმაურება თემურ ჭყონია მთავრობის გადაწყვეტილებას, პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე – “ცხელი ზაფხულის პირობებში ეს ვერ წარმომიდგენია”

“მხო­ლოდ სას­მე­ლე­ბის გამო არ ბინ­ძურ­დე­ბა გა­რე­მო, პლასტმა­სის ნა­წარ­მი არის ქი­მი­ა­ში, მე­დი­ცი­ნა­ში, პარ­ფი­უ­მე­რი­ა­ში – თუ ერთი ნა­წარ­მი ამო­ი­ღე და მე­ო­რე და­ტო­ვე, არ მგო­ნია ეს სწო­რი“, – ამის შე­სა­ხებ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს“ ბიზ­ნეს­მენ­მა თე­მურ ჭყო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით 2027 წლის 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან აიკ­რძა­ლე­ბა პლასტმა­სის ბოთ­ლებ­ში სას­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა (გარ­და ექ­სპორ­ტის მიზ­ნით), იმ­პორ­ტი და ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა. აკ­რძალ­ვა არ გავ­რცელ­დე­ბა 3 ლიტ­რი და მეტი მო­ცუ­ლო­ბის სას­მელ წყალ­ზე, ასე­ვე 20 ლიტ­რი და მეტი მო­ცუ­ლო­ბის სას­მე­ლებ­ზე (არა­ალ­კოჰო­ლუ­რი და ალ­კოჰო­ლუ­რი, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი და სხვა).

  • რო­გორც თე­მურ ჭყო­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი ტი­პის აკ­რძალ­ვე­ბი ევ­რო­პის არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის. მისი თქმით, ევ­რო­პა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ინ­დუსტრია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­კეთ­დეს.

“ამ დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არის ის, რომ პლასტმა­სის ნა­წარ­მი, რო­მე­ლიც არის სურ­სათ­თან შე­ხე­ბა­ში, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთი პრო­დუქ­ტი­აო…გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა