მწვალებელი ბართლომე საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს! – მკაფიო პოზიცია | Патриарх-еретик Варфоломей не имеет права приезжать в Грузию! – четкая позиция

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ვიზიტმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქართველ მორწმუნეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ მედიაში დიდი კრიტიკა გამოითქვა. მორწმუნეთა ერთი ჯგუფი, პოლიტიკურ მოძრაობა „მძლეველის“  წევრები, შეიკრიბნენ ღია ცის ქვეშ და მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს პლაკატებით, რომლებზეც გამოსახული იყვნენ პატრიარქები ილია II და კირილი, პატრიარქი ილია პრეზიდენტ პუტინთან ერთად, კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი სასულიერო პირები და ბართლომეოსის პორტრეტი წარწერით: „ბართლომეოსი – გაყიდული აგენტი!“.

ეს არ არის პირველი ასეთი საპროტესტო აქცია საქართველოში. შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლებში ქართველმა მღვდლებმა და ბერებმა ღია ცის ქვეშ ლოცვა გამართეს ევროკავშირის დიპლომატიური მისიის წინ და მოუწოდეს ევროპელ დიპლომატებს, ყურადღება მიექციათ უკრაინაში კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიისა და სინდისის პატიმრების – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მძიმე მდგომარეობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტმა“ შემდეგ პრეზიდენტის სასახლის წინ გამართა აქცია,  უკრაინელი მორწმუნეებისა და ეკლესიის მესვეურებისადმი  სოლიდარობის ნიშნად და დაგმო ბართლომეოსის მწვალებლური ქმედებები. ასევე თურქეთის საელჩოსთან გაიმართა მიტინგი, რომლის დროსაც ყურადღება მიიპყრეს „აშშ სპეცსამსახურების აგენტის“ ბართლომეოსის დივერსიულ საქმიანობაზე არა მხოლოდ მართლმადიდებლების, არამედ თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგაც.

ღია ცის ქვეშ ჩუმი აქციის შემდეგ გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც ღონისძიების ორგანიზატორმა, ლაშა ლომიძემ განაცხადა:

«ამ მძიმე დღეებში ნათლად დაინახა მთელმა მსოფლიომ რომ ქართველი ერი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ერთგული რჩება ქრისტესი. ჩვენი პატრიარქის უმთავრესი მიზანი ჩვენ ყველას ერთხორც და ერთსულ ყოფნა იყო ქრისტეში. იგი დაიტირა არა მარტო ქართველმა ერმა, არამედ – მთელმა საქრისტიანომ; ასევე, მუსლიმმა მორწმუნე თემმა.

მინდა შევეხო  კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის ჩამოსვლას. ბართლომეს “მოღვაწეობის” შესახებ კარგად ვიცით, ვინაიდან ის გახლავთ მწვალებელი სქიზმატიკოსი, რომელმაც ხელყო რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა, რამაც ძმათაშორისი უთანხმოება მხოლოდ გააღრმავა. ამ დროს, ჩვენი მას-მედია უგულებელჰყოფს იმ ფაქტს, რომ რუსულმა მართლამადიდებლურმა ეკლესიამ გამოგზავნა მრავალრიცხოვანი დელეგაცია, რომელმაც  რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის სამძიმრის წერილი ჩამოიტანა, ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის სახელზე დაწერილი.

ქართველობას, თუნდაც ახლა, პატრიარქ ილია II-ის მეოხებით, გვეძლევა შესაძლებლობა, დავიწყოთ დიალოგი რუსეთის მთავრობასთან. ვინაიდან შემთხვევით არ დაგვაკავშირა ღმერთმა ორი მართლმადიდებელი ერი. ამის მომხრე იყო მუდამ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. თუნდაც რად ღირს მისი პოზიცია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობასა და ურღვევობასთან დაკავშირებით.

ჩვენს მთავრობას მოუწევს ნაბიჯ-ნაბიჯ იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც მოემსახურება ქართველი ერის ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას».

Приезд в Тбилиси константинопольского патриарха Варфоломея по поводу кончины патриарха ГПЦ Ильи Второго вызвал неоднозначную реакцию среди верующих Грузии. В социальных сетях было высказано много критики. Ну а часть верующих, поддерживающих политическое движение «Мдзлевели» («Победоносец»), собралась под открытым небом и провела молчаливую акцию с плакатами, на которых были изображены патриархи Илья Второй и Кирилл, патриарх Илья вместе с президентом Путиным, гонимые священнослужители канонической УПЦ, а также портрет Варфоломея с надписью: «Варфоломей – продажный агент».

Это не первая такая акция в Грузии. Напомним, что в 2024-2025 годах грузинские священники и монахи провели молебен под открытым небом перед зданием диппредставительства ЕС, призывая тем самым европейских дипломатов, обратить внимание на удручающее положение канонической православной церкви на Украине, на узников совести – представителей УПЦ. Затем НКО Институт Евразии провел митинг перед дворцом президента с целью солидарности с украинскими верующими и церковниками, с осуждением еретического поведения Варфоломея, также была акция у посольства Турции с призывом обратить внимание на подрывную деятельность «агента ЦРУ» Варфоломея не только против православных, но и Турецкой республики.

После молчаливой акции под открытым небом прошел круглый стол, на котором организатор мероприятия Лаша Ломидзе заявил:

«В эти тяжелые дни весь мир ясно увидел, что грузинский народ, наша страна, доставшаяся по жребию Богоматери, остается верной Христу. Главной целью нашего святейшего Патриарха было наше единение во Христе. Его оплакивает не только грузинский народ, но и весь христианский мир, а также наша мусульманская община.

Хотелось бы затронуть вопрос о прибытии Константинопольского патриарха Варфоломея.

Мы хорошо знаем «деятельность» Варфоломея, поскольку он — еретик, раскольник, нарушивший единство Русской Православной Церкви, что лишь углубило раздор между братьями. В то же время наши СМИ игнорируют тот факт, что Русская Православная Церковь и Президент России направили делегацию, которая привезла с собой письмо соболезнования от имени Президента России В. В. Путина Грузинской Православной Церкви и народу Грузии.

Мы, грузины, благодаря заступничеству патриарха Илии II, имеем возможность начать диалог с российским правительством. Ведь Бог неслучайно объединил нас как два православных народа. Наш Святейший и Блаженный Илия II всегда был за это. По крайней мере, его позиция относительно единства и нерушимости Русской Православной Церкви говорит о многом.

Нашему правительству придётся шаг за шагом проводить политику, которая будет служить истинной независимости грузинского народа».