“სილქნეტი“ ულიმიტო მობილურ ინტერნეტპაკეტებთან ერთად, ოპტიკური ინტერნეტის და ტელევიზიის ტარიფებსაც ცვლის. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზოგიერთი პაკეტის ფასი 1-ლი მაისიდან გაიზრდება, ნაწილის კი უცვლელი დარჩება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია აღნიშნული თარიღიდან, სტანდარტულ მობილურ ინტერნეტპაკეტებზე მოცულობას იზრდის, ფასს უცვლელად ტოვებს, თუმცა ულიმიტო ყველა პაკეტს აძვირებს.
რაც შეეხება ოპტიკურ ინტერნეტპაკეტებს, მაგალითისთვის, თბილისში შემდეგი ტარიფები იქნება:
- „სტარტ +“ პაკეტი – 45 მბ/წმ-ის ნაცვლად 65 მბ/წმ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ფასი 35 ლარის ნაცვლად, 37 ლარი იქნება;
- პაკეტი „დრაივი“ – 60 მბ/წმ-ის ნაცვლად 75 მბ/წმ იქნება ხელმისაწვდომი – 32 ლარიდან 34 ლარამდე იზრდება;
- “სუპერდრაივი” 80 მბ/წმ 85მბ/წმ-მდე იზრდება- ფასი კვლავ 50 ლარი რჩება.
რეგიონებში:
- „სტარტ + “- 45 მბ/წმ-ის ნაცვლად 65 მბ/წმ იქნება ხელმისაწვდომი, ფასი იგივე რჩება;
- „ დრაივი” – 60 მბ/წმ-ის ნაცვლად 75 მბ/წმ იქნება ხელმისაწვდომი, ფასი 27 ლარიდან 29 ლარამდე იზრდება;
- “სუპერდრაივი” 80 მბ/წმ 85მბ/წმ-მდე იზრდება- ფასი კვლავ 40 ლარი რჩება.
„ბიზნესპრენსიუსი“ „სილქნეტზე“ დაყრდნობით, გთავაზობთ ფასების უფრო დეტალურ ცხრილს:






