ვინ არიან მღვდელმთავრები, რომლებიც საპატრიარქო არჩევნებში, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ მიტროპოლიტ შიოს კანდიდატურას

მართვა-გამგეობის დებულების თანახმად საპატრიარქო არჩევნებში წმინდა სინოდი 3 საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო.

საპატრიარქო ტახტის დანიშნული მოსაყდრე მართვა-გამგეობის დებულების თანახმად ავტომატურად საპატრიარქო კანდიდატი არ არის, ამიტომ მის კანდიდატურას მღვდელმთავართა ნაწილი კრებაზე დააყენებს და მხარს დაუჭერს.

მიტროპოლიტ შიოს საპატრიარქო კანდიდატად დასახელებას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ შემდეგი მღვდელმთავრები:

✝️ ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)

✝️ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

✝️ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია)

✝️ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

✝️ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)

✝️ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

✝️ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)

✝️ ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალიაჯიშვილი)

✝️ სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე)

✝️ ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი)

სავარაუდოა რომ არსებული ხმები საკმარისი იქნება მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ჩამოყალიბდეს როგორც ერთ-ერთი მთავარი საპატრიარქო კანდიდატი.

მსოფლიო საეკლესიო სიახლენი