1-ელი აპრილიდან აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

1-ელი აპრილიდან  აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

როგორც „აპსადგილ ინფო“ აღნიშნავს, აფხაზეთი „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე გადადის.

„31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკადის ზრდა და წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, – განაცხადა „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ.

ამასთან, ჯინჯოლიამ ასევე თქვა, რომ რეგიონი ამ ზაფხულს კომერციული გაზის შესყიდვის დაწყებას გეგმავს.