ავიაკატასტროფა ყირიმში – ჩამოვარდა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი: დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ყი­რიმ­ში An-26 ტი­პის სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ეკი­პა­ჟის ექ­ვსი წევ­რი და 23 მგზავ­რი და­ი­ღუ­პა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე მყო­ფი ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი და 23 მგზავ­რი და­ი­ღუ­პა“, – ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბაა. კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მი­სია მუ­შა­ობს

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, An-26-თან კავ­ში­რი 31 მარტს, მოს­კო­ვის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე და­ი­კარ­გა. თვითმფრი­ნა­ვი ყი­რი­მის თავ­ზე და­გეგ­მილ ფრე­ნას ას­რუ­ლებ­და.