ირანმა 3 აპრილს კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი – A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ოფიციალური პირის თქმით, პილოტი გადარჩა და უსაფრთხოდ არის.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა.
დაზიანებულმა A-10-მა ქუვეითის საჰაერო სივრცეში შესვლა შეძლო, რის შემდეგაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ხოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

