“ირანთან დიალოგისთვის ვემზადებით” – იაპონიის პრემიერი

ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ნაე ტა­კა­ი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა გლო­ბა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე ირან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.

“ვამ­ზა­დებთ დი­ა­ლოგს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დო­ნე­ზე შე­სა­ბა­მის დროს“, – გა­ნუ­ცხა­და მან სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტს, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ვის­თან გეგ­მა­ვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვას.

რო­გორც მე­დია წერს, ია­პო­ნი­ის ნედ­ლი ნავ­თო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მო­დის, რაც მას გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ველს ხდის ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის და­ხურ­ვის მი­მართ. გა­სულ თვე­ში მთავ­რო­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­რა კერ­ძო სექ­ტო­რის სა­წყო­ბე­ბი­დან 15 დღის­თვის საკ­მა­რი­სი ნავ­თო­ბის მა­რა­გის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც მისი სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­ზერ­ვე­ბი­დან ნავ­თო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვაა.