რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში, ბელორეჩენსკაიას მაღაროზე უკრაინის იერიშის შედეგად 41 მაღაროელი მიწის ქვეშ დარჩა.

როგორც რუსული მედია წერს, ლუგანსკის „ხელმძღვანელმა“ ლეონიდ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინელების იერიშის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა.
„გუშინ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორეჩენსკაიას მაღაროზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ელექტროქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის გათიშვამ 41 მაღაროს მუშა დააზარალა, რომლებიც ამჟამად მიწისქვეშ იმყოფებიან. ყველა საჭირო სამსახური ზომებს იღებს მაღაროელების გადასარჩენად და მაღაროში ელექტროენერგიის აღსადგენად“, – აცხადებს პასეჩნიკი.
