Times of Israel: საჰაერო თავდასხმის შედეგად IRGC-ის დაზვერვის ხელმძღვანელი დაიღუპა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი  ირანის „ისლამურ რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მაჯიდ ხადემი IRGC-ის სადაზვერვო დაცვის ორგანიზაციისა და დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაჯიდ ხადემი საჰაერო თავდასხმას დღეს ემსხვერპლა.

ისრაელის მხრიდან დარტყმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.