საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა – მთავარი იმპორტიორი რუსეთია

2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ფქვილის იმპორტი 68.2%-ით გაუძვირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში კი 1.785 მლნ აშშ დოლარის 6 225 ტონა.

თუ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ მიმდინარე წელს ფქვილის საიმპორტო ფასი (გადასახადების გარეშე) 1 კილოგრამზე 48. 2 ცენტს შეადგენდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28.7 ცენტი იყო, რაც წლიურად 68.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ფქვილის უდიდესი ნაწილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის

რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, საქართველოში იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი ისევ რუსეთიდან შემოდის.

კერძოდ, რუსეთის წილი იმპორტის საერთო მაჩვენებელში 49.5%-ია.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ფქვილის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოყურება:

  • რუსეთი – 658.7 ათასი აშშ დოლარის 1 683 ტონა;
  • თურქეთი – 309.6 ათასი აშშ დოლარის 504 ტონა;
  • აზერბაიჯანი – 155.5 ათასი აშშ დოლარის 345 ტონა;
  • იტალია – 140.4 ათასი აშშ დოლარის 128 ტონა;
  • უკრაინა – 46.9 ათასი აშშ დოლარის 87 ტონა.