ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს “ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა – რას ნიშნავს ეს?

შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექტს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა და ევ­რო­საბ­ჭომ ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სის პრო­ექ­ტის (PMI) სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს თა­ნახ­მად, PMI სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ, შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი ექ­ცე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ქვეშ, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ შეს­წავ­ლი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის მი­სა­ღე­ბად, პრო­ექ­ტი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით ისარ­გებ­ლებს.

“ამას­თან, ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სის პრო­ექ­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა ბიზ­ნეს და სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­დე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის კუ­თხით უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, დამ­ტკი­ცე­ბულ ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სის პრო­ექ­ტებს აქ­ტი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი, ფი­ნან­სუ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ციფ­რუ­ლი და წყალ­ქვე­შა მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცე­მი ქსე­ლის მო­წყო­ბას, რო­მელ­მაც ერ­თმა­ნეთ­თან უნდა და­ა­კავ­ში­როს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მე­ბი. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აშენ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1155 კმ სიგ­რძის (1115 კმ წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლი და 40 კმ სახ­მე­ლე­თო), 1300 მე­გა­ვა­ტი სიმ­ძლავ­რის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლი.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ევ­რო­პი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას და გაზ­რდის სატ­რან­ზი­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­თი­თე­ბულ რე­გი­ო­ნებს შო­რის.

ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კურ­მა კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ პრო­ექ­ტი ტექ­ნი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დია. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შავი ზღვის ფსკე­რის კვლე­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი შე­ტა­ნი­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (ENTSO-E) 2026-2036 წლე­ბის ათწ­ლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ში (TYNDP)”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ინ­ფორ­მა­ცია PMI სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.