ველური კაპიტალიზმი ქართულად – ხელოვნურად ჩამოშლილი მთები და განადგურებული სოფლები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები – ოფურჩხეთი და ჟონეთი მძიმე ტექნიკის, აფეთქებებისა და დაუცველობის ეპიცენტრადაა ნაქცევი. აქ მთებს შლიან, რომ მიწიდან ტეშენიტი და დიორიტი ამოიღონ, სოფლების თავზე კი დანაწევრებულ ფერდობებსა და მეწყრულ ბომბებს ტოვებენ.