ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობზე სანქციების გაუქმების რეჟიმი 16 მაისამდე გააგრძელა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მანამდე რუსული ნავთობის გაყიდვაზე გარკვეული შერბილების წესები შეერთებულმა შტატებმა 13 მარტს დააწესა, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას უკავშირდებოდა. ის ირანში ომით და ჰორმუზის სრუტის დახურვით იყო გამოწვეული. მაშინ ბესენტმა განაცხადა, რომ ეს დროებითი ზომაა და ის მოსკოვის შემოსავალზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
გაზეთ The New York Times-ის ცნობით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმების შედეგად ის ნავთობის გაყიდვისგან დღე-ღამეში 100 მლნ დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, ნავთობის გაყიდვისგან რუსეთის ფედერაციის შემოსავალი მარტში თებერვალთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და მან 19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

